2016-10-30 11:24:54, 2322 ნახვა
მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტმა სტამბოლში აშშ-ის საკონსულოს თანამშრომლების ოჯახების წევრებს თურქეთის დატოვება უბრძანა
სახელმწიფო დეპარტამენტმა სტამბოლში აშშ-ის საკონსულოს ყველა თანამშრომლის ოჯახების წევრებს თურქეთის დატოვება უბრძანა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
როგორც მედია საშუალება წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ სტამბოლის საკონსულოს თანამშრომლების ოჯახების წევრებს ეხებათ.
თავად საკონსულო და თურქეთში აშშ-ის სხვა დიპლომატიური დაწესებულებები ჩვეულ რეჟმში განაგრძობენ მუშაობას.
ცნობისთვის, 24 ოქტომბერს აშშ-მა თურქეთში მყოფ თავის მოქალაქეებს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ჩასვლისგან თავის არიდება ურჩია. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, ბოლო თვეების განმავლობაში თურქეთში აშშ-ის მოქალაქეებზე თავდასხმები გახშირდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან