2016-10-28 20:55:46, 2274 ნახვა
მსოფლიო
მოსულში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა 232 მშვიდობიანი მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს
"ისლამური სახელმწიფოს" წევრებმა მოსულში, დაჯგუფებაში გაწევრიანებაზე უარის გამო, 232 მშვიდობიანი მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს, ამის შესახებ ინფორმაცია ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარმა გაასაჯაროვა.
ახალი მონაცემების თანახმად, ისლამურ სახელმწიფოს მოსულის ათი ათასობით მცხოვრები მძევლად ჰყავთ აყვანილი და შეტევის შემთხვევაში მათ ცოცხალ ფარად გამოიყენებენ.
შეგახსენებთ, მოსულის ISIS-სგან გათავისუფლების ოპერაცია ერაყის არმიამ 17 ოქტომბერს დაიწყო. სამხედრო კამპანიაში საერთაშორისო კოალიცია, ქურთი მებრძოლები და სუნიტი მეამბოხეებიც არიან ჩართულები.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან