13:34 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-28 12:28:20, 2306 ნახვა

მსოფლიო
მოსულის გათავისუფლების ოპერაციის დაწყებიდან ISIS-ის ასობით ჯიჰადისტი მოკლეს

მოსულის გათავისუფლების ოპერაციის დაწყებიდან ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" ასობით ჯიჰადისტი მოკლეს, - ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალირი სამეტაურო შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალმა ჯოზეფ ვოტელმა განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.  

ვოტელის მონაცემებით, ოპერაციის განმავლოაბში მოკლულია დაჯგუფების 800-900 მებრძოლი.

მისივე განცხადებიტთ, ერაყის ძალებს მოსულზე წერტილოვანი დარტყმების განხორციელება უჭირდათ, რადგან მებრძოლები მუდმივად გადაადგილდებოდნენ და მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებდნენ.

დაუზუსტებელი მონაცემებით, ქალაქში შესაძლოა 5 000-მდე ჯიჰადისტი იმყოფებოდეს.

ცნობისთვის, მოსულის შტურმი ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა და ქურთმა მებრძოლებმა 17 ოქტომბერს დაიწყეს. მათ საჰაერო მხარდაჭერას აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო ავიაცია უწევს.

სამხედრო მაღალჩინოსნები ვარაუდობენ, რომ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია რამდენიმე კვირა, შესაძლოა, თვეებიც გაგრძელდეს. ოპერაციაში ერაყის არმიის 50 ათასი სამხედრო მონაწილეობს, ასევე ფეშმერგას რაზმების ქურთი მებრძოლები და შიიტი მოხალისეების რაზმები. ოპერაციაში ასობით ამერიკელი ჯარისკაცი, სამხედრო მრჩეველი და საჰაერო ძალებია ჩართული.

ერაყის ხელისუფლების ინფორმაციით, ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა 57 სამხედრო დაკარგეს, 250 კი დაშავდა. ფეშმერგას მებრძოლებს შორის მოკლულია 30-მდე ადამიანი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics