2016-10-22 12:33:51, 2335 ნახვა
მსოფლიო
"ისლამურმა სახელმწიფომ" ქალაქ მოსულში 284 ადამიანი სიკვდილით დასაჯა
ერაყის ქალაქ მოსულში „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ 284 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
როგორც მედია საშუალება იუწყება, "ბოევიკებმა" მამაკაცები და ბავშვები მოკლეს.
მედიის ცნობით, "ისლამურმა სახელმწიფომ" ცოცხალი ფარის გამოყენების მიზნით, რამდენიმე ასეული ოჯახი ტყვედ აიყვანეს. ასევე, დაჯგუფებამ ათობით ადამიანის ცხედარი უნივერსიტეტის შენობასთან გადაიტანა.
ამასთან, ოფიციალური ინფორმაციას სიკვდილით დასჯის შესახებ დაჯგუფებასთან დაახლოებულ სააგენტო AMAQ-ზე ჯერ არ დადებულა.
არსებული ინფორმაციით, მოსულთან მდებარე ორი დასახლებული პუნქტიდან გატაცებულია 550 ოჯახი.
შეგახსენებთ, რომ ერაყის არმიამ ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია 17 ოქტომბერს დაიწყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან