2016-10-18 11:53:47, 2291 ნახვა
მსოფლიო
ალეპოში განხორციელებულ ავიადარტყმას 14-სულიანი ოჯახი ემსხვერპლა
ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში განხორციელებულ ავიადარტყმას 14-სულიანი ოჯახი ემსხვერპლა, - ამის შესახებ უცხოური მედია მოხალისეთა ორგანიზაცია "თეთრ ჩაფხუთებზე" დაყრდნობით იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის რვა ბავშვი და ორი ქალია.
უფლებადამცველების ცნობით, საჰაერო დარტყმა რუსულმა ავიაციამ განახორციელა.
შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბერს ალეპოს ალ-ქათერჯის რაიონზე მიტანილ ავიაიერიშს 25 ადამიანი ემსხვერპლა.
უფლებადამცველების განცახდებით, რუსულმა ავიაციამ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილზე დარტყმები 11 ოქტომბერს განაახლა. თავის მხრივ, ოფიციალური კრემლი სირიაში სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას უარყოფს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან