2016-10-15 15:47:12, 2503 ნახვა
მსოფლიო
ბაღდადში ტერაქტს სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა, 60-ზე მეტი კი დაშავდა
ერაყის დედაქალ ბაღდადში ტერაქტის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ იფნორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც მედია საშუალება იუწყება, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი შიიუტურ სამგლოვიერო ცერემონიაზე აიფეთქა, რის შედეგადაც 60-ზე მეტი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
BBC-ის ცნობით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა მედიის ინფორმაციით მსგავსი თავდასხმები შიიტ მუსლიმებზე "ისლამური სახელმწიფოს" მიერ ხორციელდება.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის განმავლობაში ISIS-მ ერაყის მოსახლეობაზე რამდენიმე ტერორისტული აქტი განახორციელა, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დასავლური მედიის ინფომრაციით, აღნიშნული ტერაქტების სიხშირე განპირობებულია, იმით, რომ დაჯგუფება ერაყის ბევრ ტერიტორიაზე კონტროლს კარგავს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან