14:40 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-13 10:40:17, 2088 ნახვა

პოლიტიკა მსოფლიო
კალაშნიკოვი: საქართველოში არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ქვეყანას პროდასავლური კურსი არ სურს

რუსი დეპუტატები შეეცდებიან, საქართველოს პარლამენტთან საპარლამენტო კავშირები აღადგინონ, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა რუსულ გამოცემა „Аргументы и Факты“-ს განუცხადა.

როგორც კალაშნიკოვმა განაცხადა, საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა და შედეგმა აჩვენა, რომ ქვეყანას პროდასავლური კურსი არ სურს.

„მიმაჩნია, რომ ამ არჩევნების შედეგები ცალსახად მეტყველებს საქართველოს სურვილზე ითანამშრომლოს რუსეთთან“, - განაცხადა კალაშნიკოვმა.

კალაშნიკოვის განრმარტებით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, "ნაციონალურ მოძრაობაში“ დამარცხება გააცნობიერეს, რადგან „ქართველებმა, მათი ელიტის წარმომადგენლებმა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების სურვილი გამოთქვეს“.

„ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მომხდარ მოვლენებს აღიარებენ, მაგრამ ეს იყო ცალსახა მინიშნება, რომ საჭიროა კომპრომისების ძებნა. კომიტეტში მივიღეთ გადაწყვეტილება, ერთ კვირაში საქართველოში არსებულ სიტუაციაზე ინფორმაცია, კომიტეტის სხდომაზე მოვისმინოთ და ქართველ პარლამენტარებთან ურთიერთობის დამყარებას შევეცადოთ“, - განაცხადა კალაშნიკოვმა.

სტატიის ავტორის თქმით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, 5%-იანი ბარიერი „პრორუსულმა „პატრიოტთა ალიანსმა“ გადალახა. 
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics