2016-10-07 11:47:07, 2507 ნახვა
მსოფლიო
ჰაიტიში ძლიერ ქარიშხალს 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა (ვიდეო)
ჰაიტიში ძლიერ ქარიშხალს 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ცნობით, ქარიშხალ „მეთიუს“ შედეგად დაზარალებულთა რიცხვი იზრდება.
ამასთან, ჰაიტის ცენტრალური ხელისუფლება ქარიშხლის შედეგად დაზარალებულ რეგიონებთან კავშირის აღდგენას ცდილობს.
არსებული ინფორმაციით, როშ-ა-ბატოში 50 ადამიანი დაიღუპა, ჟერემიში კი შენობა-ნაგებოების 80 % დაინგრა.
ამ დროისთვის ქარიშხალი „მეთიუ“ ფლორიდის ნაპირებს უახლოვდება.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 339 ადამიანი გარდაიცვა.
მედიის ცნობით, ადამიანები ელექტროენერგიის და კავშირგამბულობის გარეშე იმყოფებიან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან