14:48 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 22:26:55, 836 ნახვა

სხვადასხვა
ნიდერლანდები: Malaysia Airlines-ის MH17 რუსეთიდან შემოტანილი, რუსული წარმოების რაკეტით ჩამოაგდეს

გამოძიებამ, რომელიც ნიდერლანდებმა ჩაატარა, დაადგინა, რომ 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში ჩამოვარდნილ სამგზავრო თვითმფრინავს რაკეტა პრორუსი მეამბოხეების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ესროლეს. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, როგორც დადგინდა, რაკეტა "ბუკ"-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით იყო ნასროლი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთიდან შეიტანეს.

ცნობისთვის, 2016 წლის აპრილში უკრაინის პოლიციამ დააკავა პირი, რომელსაც Malaysia Airlines-ის თვითმფრინავის MH17-ის საქმის ირგვლივ მიმდინარე გამოძიების მთავარი მოწმე-ექსპერტის ალექსანდრ რუვინის მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად. რუვინზე თავდასხმა 2015 წლის ოქტომბერში ჰოლანდიის საგამოძიებო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას მოჰყვა, რომელშიც ასევე რუსული მხარის ბრალეულობა იკვეთებოდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ Malaysia Airlines-ის თვითმფრინავის MH17-ის ჩამოგდებას 298 ადამიანი ემსხვერპლა. თვითმფრინავი ამსტერდამიდან კუალა ლუმპურამდე ასრულებდა რეისს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics