2016-09-26 18:55:29, 2189 ნახვა
მსოფლიო
პარიზის გარეუბანში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა და ორი ადამიანი დაჭრა
პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში, სუპერმარკეტთან უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა და ორი ადამიანი დაჭრა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ორივე დაშავებული ჰოსპიტალიზებულია და მათი მდგომარეობა მძიმეა.
გამოცემა Figaro-ს მონაცემებით, დაშავებულია 57 წლის ქალი და 73 წლის მამაკაცი.
თავდამსხმელმა მიმალვა შეძლო, ამჟამად მას სამართალდამცველები ეძებენ. სამარტალდამცველების განცხადებით, ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია.
პროკურატურის ოფისში აღნიშნავენ, რომ მომხდარი ინციდენტი სავარაუდოდ ტერორიზმს არ უკავშირდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან