03:20 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-13 11:27:06, 1714 ნახვა

მსოფლიო
ლუქსემბურგის საგარეო მინისტრი ევროკავშირიდან უნგრეთის გარიცხვას ითხოვს

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ასელბორნი ევროპული ღორებულებების უგულვებელყოფის გამო უნგრეთის ევროკავშირიდან გარიცხვას ითხოვს, - ამის შესახებ ლუქსემბურგის მთავარმა დიპლომატმა გამოცემა Die Welt-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც დიპლომატი აცხადებს, “ის, ვინც უნგრეთის მსგავსად, ომის გამო გამოქცეული ლტოლვილების წინააღმდეგ ღობეს აშენებს ან ზღუდავს პრესის თავისფლებასა და სასამართლოების დამოუკიდებლობას, უნდა იყოს დროებით, ან უკიდურეს შემთხვევაში, სამუდამოს გარიცხული ევროკავშირიდან”.

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, ეს იქნება ევროკავშირის ერთიანობის შენარჩუნების ერთადერთი გზა.

ჟან ასელბორნმა ასევე მკაცრად გააკრიტიკა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი. ასელბორნის თქმით, უნგრეთში ლტოლვილებს “ცხოველებივით ექცევიან”.

“ღობე, რომელსაც უნგრეთი მიგრანტების შესაკავებლად აშენებს, ხდება სულ უფრო გრძელი, მაღალი და საშიში. ქვეყნის ხელისუფლება შორს არ არის იქიდან, რომ გასცეს ბრძანება ლტოლვილებისთის ცეცხლის გახსნის შესახებ”, - აღნიშნა ლუქსემბურგის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics