23:46 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 13:00:52, 2258 ნახვა

მსოფლიო
ჰილარი კლინტონი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საფრთხეზე საუბრობს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საფრთხის გამო შეშფოთებას გამოთქვამს, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა თავისი საარჩვენო შტაბის თვითმფრინავის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, დემოკრატიულ პარტიაზე მოსკოვის მხრიდან სავარაუდო კიბერთავდასხმები საარჩევნო პროცესში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ სერიოზულ კითხვებს ბადებს.

კლინტონის თქმით, ამ ფაქტით შეშფოთებულები უნდა იყვნენ როგორც რესპუბლიკელები, ისე დემოკრატები.

მან ასევე აღნიშნა, რომ მის რესპუბლიკელ მეტოქეს, დონალდ ტრამპს დიქტატორებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს.

ცნობისთვის, როგორც გამოცემა The Washngton Post-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, გამოძიების ფედერალური ბიურო და ეროვნული სადაზვერვო სამსახური აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლისკენ მიმართული მოსკოვის სპეცოპერაციას იძიებენ. 

გამოცემის ცნობით, ოპერაციის მიზანს ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუტებისადმი ამერიკელების ნდობის შერყევა წარმოადგენს.

გამოძიების ინფორმაციით, ოპერაციის დროს რუსული მხარე საარჩევნო სისტემების გასატეხად კიბერინსტრუმენტების გამოყენებას გეგმავს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics