2016-09-05 19:04:42, 1978 ნახვა
მსოფლიო
ქაბულში აფეთქებების შედეგად 24 ადამიანი გარდაიცვალა, დაშავდა 100-ზე მეტი
ქაბულში თავდაცვის სამინისტროსთან მომხდარი 2 აფეთქების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი გარდაიცვალა,100-ზე მეტი კი დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
როგორც მედია საშუალება წერს, პირველი ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციურად აამოქმედეს, მეორე აფეთქება კი თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
გარდაცვლილებს შორის არიან გენერალი და პოლიციის 2 ოფიცერი. მედიის ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “თალიბანმა” აიღო. ტერაქტი ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ უკვე დაგმო. მისი თქმით, თავდასხმა “ავღანეთის მტრებმა განახორციელეს, რომლებმაც ქვეყნის უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ ბრძოლის უნარი დაკარგეს”.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან