16:45 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 11:17:57, 1709 ნახვა

მსოფლიო
იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 267-ს მიაღწია

იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 267-ს მიაღწია.  აქედან უმეტესობა ქალაქ ამატრიჩეში დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ხელისუფლება ავრცელებს. 400-მდე დაშავებული საავადმყოფოებში რჩება.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დაზარალებულთა დასახმარებლად იტალიის მთავრობამ 50 მილიონი ევრო გამოყო. რენცი მოსახლეობას პირდება, რომ უახლოეს დროში დამატებითი თანხა გამოიყოფა.

იტალიის კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაზარალებულთა დასახმარებლად მუზეუმების ბილეთების გაყიდვიდან შესულ მთელ თანხას გადარიცხავს. კულტურის მინისტრი მოუწოდებს იტალიელებს, მივიდნენ მუზეუმებში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების მხარდასაჭერად.

ცნობისთვის, უკვე მესამე დღეა დანგრეულ ქალაქებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. სამუშაობს განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგები აფერხებს.

შეგახსენებთ, რომ 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა 24 აგვისტოს ღამით ცენტრალურ იტალიაში, ქალაქ პერუჯადან სამხრეთ-აღმოსავლეთით მოხდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics