22:13 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-29 13:42:49, 1856 ნახვა

მსოფლიო
უკრაინაში სამხედრო-სამრეწველო სადგურზე აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინაში სამხედრო-სამრეწველო სადგურზე აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი მძიმედ დაშავდა, - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ნატო-ს წარმომადგენელია. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

აფეთქება უკრაინის სუმის ოლქში მდებარე ქიმიური პროდუქტების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სადგურზე მოხდა, რომელიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. 
როგორც მედია საშუალება წერს, აფეთქება უტილიზაციისთვის განკუთვნილი საბრძოლო აღჭურვილობის გადმოტვირთვის დროს მოხდა. 

ცნობისთვის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენელი სადგურზე ნატო-უკრაინის  ერთობლივი პროგრამის ფარგლებში იარაღის უტილიზაციის პროცესს ადევნებდა თვალს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics