13:36 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-16 18:10:53, 1552 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის ხელისუფლებამ თანამდებობიდან 2 745 მოსამართლე გაათავისუფლეს

თურქეთში 2 745 მოსამართლე გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.

გადაწყვეტილება მოსამართლეებისა და პროკურორების უმაღლესმა საბჭომ მიიღო.

სააგენტოს ინფორმაციით, გადაყენებული მოსამართლეები ამბოხებულებს თანაუგრძნობდნენ.
გადაყენებულია ასევე ქვეყნის იუსტიციის უმაღლესი ორგანოს – მოსამართლეთა და პროკურორთა უზენაესი საბჭოს ხუთი წევრი.

გარდა ამისა, რუსული მედიის ინფორმაციით, თურქეთის პროკურატურამ 188 მოსამართლის დაკავების შესახებ ბრძანება გასცა, რომელთაგან 10, უკვე დაკავებულია.

შეგახსენებთ, თურქეთში სამხედრო გადატრიალება გუშინ საღამოს დაიწყო. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად 194 ადამიანი გარდაიცვალა, 1440 კი დაშავდა. სატამბოლსა და ანკარაში სროლის ხმა ამ დრომდე ისმის.

თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, 2839 ამბოხებული სამხედრო უკვე დაკავებულია. ამასთან, ცნობილია, რომ თურქეთის საკონსტიტუციო საბჭო შეიკრიბება და სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხზე იმსჯელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics