14:26 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-02 12:16:43, 736 ნახვა

ეკონომიკა
რომან გოცირიძე: ეროვნული ბანკი აბსოლუტურად ზომიერად იქცევა

ეროვნული ბანკი აბსოლუტურად ზომიერად იქცევა,-ამის შესახებ ეკონომიკის საკითხებში ექსპერტმა ტომან გოცირიძემ სასტურმო "ჰოლიდეი ინნში" განაცხადა, სადაც ლარის კურსის თემაზე მსჯელობენ.
"ეროვნული ბანკი აბსოლუტურად ზომიერად იქცევა. ის ინტერვენციები,  რომელიც მან განახორციელა, იყო მხოლოდ მაშინ,  როდესაც შესაძლებელი იყო ზემოქმედება კურსზე, წინააღმდეგ შემთხვევაში,  ეს გადაყრილი ფულია. ეს არის ბაზრის მოთხოვნა-მიწოდება და არა ის, რომ დავუშვათ,  მე სადღაც რომელიმე ღამის შოუში შევულოცე და ლარი გამყარდა,  ან რომელიღაცამ განცხადება გააკეთა. განცხადებებით ლარის გამყარება რომ ხდებოდეს,  მაშინ ძალიან კარგია ვაცხადებინებთ და ლარიც გამყარდება",-აღნიშნა რომან გოცირიძემ.
ლარის კურსთან დაკავშირებით მრგვალ მაგიდას ექსპერტებთან ერთად,  ეროვნული ბანკის წარმომადგენლებიც ესწრებიან. ასევე, შეხვედრაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს, თუმცა როგორც ცნობილია, ისინი  იქ ჯერჯერობით  არ მისულან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics