18:16 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-08 23:05:18, 1171 ნახვა

მსოფლიო
საქართველოს პრეზიდენტი გმობს თურქეთში მომხდარ ტერორისტულ აქტს

თურქეთში მომხდარი ტერორისტული აქტის შესახებ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი განცხადებას ავრცელებს.

პრეზიდენტი გმობს მომხდარს და თანაუგრძნობს თურქ ხალხს. 

„შეძრწუნებული ვარ თურქეთში, პოლიციის ავტომობილზე, მომხდარი საზარელი ტერორისტული აქტით, რომელმაც უდანაშაულო მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობა და მრავალი ადამიანის დაშავება გამოიწვია.

საქართველო, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად,   ერთობლივი ძალისხმევით განაგრძობს თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლას. ქართველი ხალხი თანაუგრძნობს და დგას მეგობარი თურქი ხალხის გვერდით. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Starbucks-ი ოფიციალურად შემოდის საქართველოს ბაზარზე
სოციალური სამართლიანობის ცენტრი: პატიმრების კვება საქართველოში სერიოზულ კითხვებს ბადებს
კუპრაძე - არჩევნები ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი სწორი და მშვიდობიანი გზაა
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics