21:37 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-27 10:04:55, 417 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია. ირაკლი ღარიბაშვილი ჟან-კლოდ იუნკერს ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმები, ვიზის ლიბერალიზაციის მიმართულებით რიგის სამიტთან დაკავშირებული მოლოდინები და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ევროკომისიის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი შეუქცევადია და ასოცირების ხელშეკრულება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში საბოლოო მიზანი არ არის.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებზე და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ შეთანხმებების გაფორმება კიდევ ერთხელ დაგმეს.

საუბარი შეეხო უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და რეგიონულ უსაფრთხოებას. პრემიერმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ რუსეთის მსგავსი ქმედებები ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მდგომარეობას ამძიმებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics