13:15 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-24 16:25:52, 407 ნახვა

პოლიტიკა
ნინო გვენეტაძეს პარლამენტში ხვალ მოუსმენენ

უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეობის კანდიდატს ნინო გვენეტაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ხვალ მოუსმენენ.
სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.
აღნიშნული კომიტეტის თავჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ იმედი გამოთქვა, რომ სხდომას ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები, ან მათი უფლებამონაცვლეები დაესწრებიან.
 „მინდა იმედი ვიქონიო, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება“ თავის ვალდებულებას შეასრულებს და სხდომას  მისი მხირდან კომიტეტის წევრები, ან მათი უფლება მონაცვლეები დესწრებიან. ვისაც ხმის მიხემა არ უნდა, შეუძლია ეს ხმის მიცემისას გამოხატოს“, – აღნიშნა ხმალაძემ.
ცნობისთვის, გუშინ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც  უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეობის პოსტზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურისთვის ნინო გვენეტაძისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა.   სხდომაზე 6 დეპუტატი გამოცხადდა, თუმცა ქვორუმით 8 კაცი იყო გათვალისწინებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics