19:03 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-06 12:18:57, 1133 ნახვა

მსოფლიო
ისრაელმა ღაზას სექტორი დაბომბა

ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორში “ჰამასის” პოზიციებზე ავიადარტყმები განახრციელა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

შეიარაღებული ძალების განცხადებით, ისრაელის ტერიტორიის მისამართით ნაღმტყორცნებიდან ცეცხლის გახსნის სანაცვლოდ მოძრაობა “ჰამასის” ოთხი პოზიცია დაიბომბა.

როგორც მედია წერს, პალესტინური მხარის ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად დაშავდა რამდენიმე ბავშვი და ერთი ქალი დაიღუპა, რომლის სახლსაც ჭურვი დაეცა.

ცნობისთვის, ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში  “ჰამასის” უკვე მეორე გვირაბი აღმოაჩინა, რომელიც ბლოკადაში მყოფ ღაზას სექტორს ისრაელთან აკავშირებს.

ღაზას სექტორში ამჟამინდელი სამხედრო მოქმედებები ყველაზე მასშტაბურია 2014 წელს კონფლიქის დაწყებიდან.

შეგახსენებთ, რომ 2007 წლიდან ისრაელსა და “ჰამასს” შორის შეიარაღებული კონფლიქტი სამჯერ გაჩაღდა. 2014 წლის ზაფხულში მომხდარი შეტაკებების შედეგად დაიღუპა 2200-ზე მეტი პალესტინელი და ისრაელის 70 მოქალაქე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics