12:59 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-03 11:21:39, 1111 ნახვა

მსოფლიო
ეშ კარტერი: პოლონეთსა და ბალტიისპირეთში სამხედროების განლაგება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ძალისხმევაა

ნატო პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ათასობით სამხედროს გაგზავნის გეგმაზე მსჯელობს, - ამის შესახებ Washington Post-ი აშშ-ის თავდაცვის მინისტრზე ეშ კარტერზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც კარტერმა აღნიშნა, ეს იქნება რუსეთის შესაძლო აგრესიის შეკავებისკენ მიმართული ძალისხმევა.

მედიასაშუალების ინფორმაციით, საუბარია 4 000 სამხედროსგან შემდგარ 4 ბატალონზე, აქედან 2 აშშ-დან, დანარჩენი კი დიდ ბრიტანეთსა და გერმანიიდან იქნება გაგზავნილი.

კარტერს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი ქვეყნის სამხედროები განლაგდებიან აღმოსავლეთ ევროპაში, თუმცა აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ალიანსი სავარაუდოდ, ვარშავის სამიტზე მიიღებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics