16:52 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-23 14:37:57, 1182 ნახვა

მსოფლიო
ISIS-მა სირიაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის პილოტი ტყვედ აიყვანა

„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა სირიაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის პილოტი მძევლად აიყვანეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავი დამასკოს მახლობლად გუშინ საღამოს ჩამოვარდა. აღსანიშნავია, რომ პილოტმა კატაპულტირება მოასწრო, თუმცა ის ტერორისტებმა ტყვედ აიყავენს.

როგორც BBC იუწყება, ინტერნეტში ვიდეომასალაც გავრცელდა, სადაც თვითმფრინავის ფრაგმენტები და სავარაუდოდ, დაჯგუფების წევრები ჩანან.

ჩანაწერს სირიელი სპეციალისტები უკვე სწავლობენ და პილოტის ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობენ.

ჯერჯერობით უცნობია, სამხედრო თვითმფრინავი ტერორისტებმა ჩამოაგდეს, თუ ის ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics