03:37 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-06 23:42:31, 981 ნახვა

მსოფლიო
როიტერი: ბრიუსელის ტერაქტების ერთ-ერთი მონაწილე ევროპარლამენტში მუშაობდა

"ბრიუსელის ტერაქტების ერთ-ერთი მონაწილე ევროპარლამენტში მუშაობდა" - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს. 

სტატიაში წერია, რომ ბრიუსელის ტერაქტების ერთ-ერთი მონაწილე, რომელმაც თავი აიფეთქა 6 წლის წინ გარკვეული პერიოდი ევროპარლამენტში მუშაობდა.

ევროპარლამენტის წარმომადგენლის განცხადებით, ბრიუსელის ტერაქტების ერთ-ერთი მონაწილე 2009-2010 წლებში ერთი თვით მუშაობდა დასუფთავების სამსახურში, ხოლო იმ დროისთვის არ ფიქსირდება მის მიერ ჩადენილი კრიმინალური ქმედებები

"ბრიუსელის ტერატქების ერთ-ერთი მონაწილე 2009-2010 წლებში ერთი თვით მუშაობდა დასუფთავების სამსახურში, რომელიც იმ დროისთვის დაქირავებული ჰყავდა ევროპარლამენტს. იმ დროისთვის არ ფიქსირდება მის მიერ ჩადენილი კრიმინალური ქმედებები," - განაცხადა ევროპარლამენტის წარმომადგენელმა ჯაუმ დაჩ გუილომ.

ევროპარლამენტის წარმომადგენელი თვითმკვლელი ტერორისტის სახელს და გვარს არ ასახელებს, თუმცა სააგენტო "როიტერის" ცნობით, თვითმკვლელი ტერორისტი 25 წლის ბელგიელი ნაჯიმ ლააჩრაუი იყო და მან თავი ბრიუსელის აეროპორტში აიფეთქა. გარდა ამისა ის ასევე ეჭვმიტანილია პარიზის ტერაქტებისთვის შაჰიდის ჟილეტების დამზადებაში, რასაც 130 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics