22:57 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-16 14:36:40, 512 ნახვა

პოლიტიკა
ბაჩო ახალაია: ეს ხელისუფლება არის დასამხობი, დასამალი არაფერია, ეს არის ჩემი მყარი პოზიცია

გახსენით სასამართლო პროცესი, რატომ უნდა დახუროთ? ჯანდაბას, ახალაია ბევრს არ უყვარს ამ ქვეყანაში, დაინახონ რა ხდება… ერთი მტკიცებულება მოიტანონ, დადონ და მე აქვე ავწევ ხელებს და ვაღიარებ! - ასე მიმართა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ მოსამართლე ლევან გელოვანს.

მისი თქმით, დასამხობია ბიძინა ივანიშვილი და დასაჭერია ყველა ის პოლიციელი, ვინც ბავშვების და ქალების წინააღმდეგ აწევს ხელს.

უბედურებაა ისაა, რომ რაც მეტი დრო გაივლის, ამის მერე უფრო ძვირი დაგვიჯდება.
ერთი განსაკუთრებული ჭეშმარიტება არსებობს, დიქტატურა არ წასულაა ჯერ არსაიდან მშვიდობიანად. არჩევანი დიდი არ არის. ეს პროცესი შიშის დათესვას ემსახურება. მე მეშინია როცა დიქტატურაში ვცხოვრობთ. ყველას გვეშინია, გაბედვას ვეძახით იმას, ვინც შიშის პირობებში მაინც მოქმედებს.

ვთვლი, რომ ეს ხელისუფლება არის დასამხობი. ერთადერთი გზა ეს არის იმისთვის, რომ მოვიპოვოთ თავისუფლება. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ ივანიშვილი დავამხოთ. მე გეუბნებით, ივანიშვილი დასამხობია...დასამალი არაფერია, ეს არის ჩემი მყარი პოზიცია და ყველა კეთილსინდისიერი მოქალაქის ვალდებულებაა, დაამხოს რუსი ხელისუფლება. დასამხობი და გამოსაყრელია ყველა მისი ჩინოვნიკი კაბინეტიდან, წიხლებითაა გამოსატანი“, - განაცხადა ახალაიამ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე  დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მოიხადა, 25 დეკემბერს კვლავ დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოფილ ძალოვანს 4 ოქტომბრის მოვლენების “მთავარ ორგანიზატორად” მოიაზრებს.

ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics