16:45 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-29 19:27:52, 397 ნახვა

პოლიტიკა
რეჟიმის პრეზიდენტი ყაველაშვილი ოცნების პარლამენტში მოხსენებით 17 თებერვალს წარდგება

„საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ყოველწლიური მოხსენებით ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტის წინაშე 17 თებერვალს წარდგება“, - ამის შესახებ ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტის რეგლამენტით, პარლამენტი საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, თუმცა, თარიღის შეცვლა შესაძლებელია პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.

„აღნიშნულ საკითხზე კონსულტაცია გვქონდა და შევთანხმდით, რომ 17 თებერვალს იქნება პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება. გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იყო ის ფაქტი, რომ მომავალ კვირაში დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ქვეყნის გარეთ ვიზიტი და მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა და პრემიერ-მინისტრი წარმოდგენილი იყვნენ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების დროს“, - განაცხადა პაპუაშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics