18:16 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-24 13:10:10, 782 ნახვა

პოლიტიკა
TI: სექტემბერში ოცნებას 124-მა პირმა ₾4.1 მილიონი შესწირა, ჭარბობენ სამშენებლო კომპანიები

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მოკვლევით, 2025 წლის სექტემბერში ქართულ ოცნებას 124-მა პირმა 4.1 მილიონი ლარი შესწირა.

TI წერს, რომ ქართული ოცნების შემომწირველებთან დაკავშირებულ კომპანიებში სექტემბერში განსაკუთრებით ჭარბობდნენ სამშენებლო კომპანიები, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვების უმსხვილეს ტენდერებს იგებენ.

კერძოდ, TI აღნიშნავს, რომ ამ კომპანიებს ბოლო 10 წელიწადში 2.49 მილიარდი ლარის ტენდერები აქვთ მოგებული, ხოლო 2024-2025 წლებში — 581 მილიონის.

ორგანიზაციის თანახმად, ამ კომპანიებთან დაკავშირებულმა 12-მა შემომწირველმა ქართულ ოცნებას 570 000 ლარი შესწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რეგიონებში ცხოველთა 3 ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics