06:02 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-04 20:16:07, 470 ნახვა

პოლიტიკა
მარტა კოსი რეჟიმს -შეწყვიტეთ ოპოზიციონერი ლიდერების, ჟურნალისტების ციხეში ჩასმა, ამის შემდეგ შეგვიძლია ვილაპარაკოთ

საქართველოს ხელისუფლებავ - თქვენ არ მიგყავთ თქვენი ხალხი ევროკავშირისკენ, თქვენ მიგყავთ თქვენი ხალხი ევროკავშირისგან შორს, - ამის შესახებ ევროკომისარმა მარტა კოსმა ბრიფინგზე საქართველოსთან დაკავშირებით „ევროსკოპის“ რედაქტორის თამარ ნუცუბიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, აღნიშნული შეფასების შემდეგ, უნდა ველოდოთ თუ არა საქართველოსთან მათ შორის მმართველ პარტიასთან მიმართებით დამატებით ზომებს.

მან ამასთან აღნიშნა, რომ ნოემბერში ვიზის შეჩერების ახალი მექანიზმი ექნებათ, რაც საქართველოსთან მიმართებით შემდგომი ნაბიჯების გადადგმას გახდის შესაძლებელს.

„კონკრეტული ზომები, რა თქმა უნდა, წევრი ქვეყნების ხელშია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ნოემბერში ჩვენ მივიღებთ ვიზის შეჩერების ახალ მექანიზმს, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ მომავალი ნაბიჯები გადავდგათ. ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი მაქვს საქართველოს მოსახლეობისთვის - განსაკუთრებით იმიტომ, რომ ხელისუფლება ეუბნება მოქალაქეებს, რომ მათ მიჰყავთ საქართველო ევროკავშირისკენ. საქართველოს ხელისუფლებავ - თქვენ არ მოგყავთ თქვენი ხალხი ევროკავშირისკენ, თქვენ მიგყავთ თქვენი ხალხი ევროკავშირისგან შორს. თუ სერიოზულად უდგებით ევროკავშირის საკითხს, მაშინ მოუსმინეთ თქვენს ხალხს და შეწყვიტეთ ოპოზიციონერი ლიდერების, ჟურნალისტების, ადამიანების, რომლებიც თქვენგან განსხვავებულად ფიქრობენ, ციხეში ჩასმა. ამის შემდეგ შეგვიძლია ვილაპარაკოთ“, - განაცხადა მარტა კოსმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics