2025-10-07 12:29:45, 755 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო სამინისტროში ელჩების შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც გერმანიის ელჩი არ ესწრება
საგარეო საქმეთა სამინისტროში 11 საათზე დაიწყო საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა. მათ მაკა ბოჭორიშვილის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი მიიღებს.
საუბრის ძირითადი თემა „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენებია“.
„ქართული ოცნება“ ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულების, კარგი მმართველობისა თუ სხვა სფეროებში კრიტიკაზე პასუხად ხშირად ადანაშაულებს დასავლელ დიპლომატებს „ჩარევაში“. მათ შორის, მმართველი გუნდი აქტიურ დაპირისპირებაშია ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან, ასევე, გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერთან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,