2025-10-05 00:22:54, 1626 ნახვა
პოლიტიკა
ვრჩებით რუსთაველზე და ვათენებთ, არ დავიძვრებით ადგილიდან, სანამ ქვეყანაში რუსული რეჟიმი არ დასრულდება - "ერთობა"
ვრჩებით რუსთაველზე და ვათენებთ, არ დავიძვრებით ადგილიდან, სანამ ქვეყანაში რუსული რეჟიმი არ დასრულდება - ამის შესახებ "ერთობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებსი თანახმად, მათ ვისაც ღამის გატენება არ შეუძლიათ, მათ დილას 08:00 საათზე ელოდებიან.
"როგორც ჩანს, შუშის სასახლეში გამოკეტილი ოლიგარქი არ აპირებს, მოისმინოს ხალხის ხმა.
მაგრამ - მოუწევს!
დღეს, ყველანი ვრჩებით რუსთაველის გამზირზე და ვათენებთ ღამეს. არ დავიძვრებით ადგილიდან, სანამ ამ ქვეყანაში რუსული რეჟიმი არ დასრულდება.
ასევე, მათ ვისაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ შეუძლია ღამის გათენება, ველით ხვალ დილას 08:00 საათზე, რათა ჩაენაცვლონ თანამოქალაქეებს" - წერს ორგანიზაცია "ერთობა" სოციალურ ქსელში
ავტორი: ექსპრესნიუსი,