|
2025-09-30 11:47:28, 1177 ნახვა
პოლიტიკა
მაკკლირი- ოვუწოდებ ივანიშვილს, მიეცით საშუალება ქართველ ხალხს, თავად აირჩიონ მომავალი
გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრმა, ჯეიმს მაკკლირმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ დაგმო საქართველოში ივანიშვილის ხელისუფლების მიერ გადადგმული არადემოკრატიული ნაბიჯები. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის მთავრობა ინფორმირებულია საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით. მაკკლირმა სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა და მოუწოდა, რომ თუ მას არ სურს ლონდონის სანქციები შეეხოს, მაშინ მისმა მთავრობამ უნდა შეწყვიტოს სვლა ავტორიტარიზმისკენ და გადადგას მთელი რიგი პროევროპული ნაბიჯები. "ჩემს პარლამენტარ კოლეგებთან ერთად, საკმაოდ ბევრი გვისაუბრია და გვიმსჯელია იმ მდგომარეობის შესახებ, რომელშიც საქართველო აღმოჩნდა. არსებული მდგომარეობა მიუღებელია, ბრიტანეთის ხელისუფლება ინფორმირებულია ამის შესახებ. როგორც ალბათ ბევრმა თქვენგანმა იცის, ბოლო პერიოდში ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა კონკრეტულ პირებს საქართველოში იმ ქმედებების გამო, რისი მოწმეებიც ვართ. ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება, წამყვანი ჟურნალისტების დაპატიმრება მიუღებელია და ისინი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. მე აბსოლუტურად და ცალსახად ვგმობ ამას. ჩვენი გავლენით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობა მნიშვნელოვან ზომებს ატარებს, კერძოდ ვგულისხმობ, იმ ინდივიდების დასანქცირებას, რომლებიც, როგორც ვიცით, "ქართული ოცნების" მთავრობის უკან დგანან. მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, რომლის დასანქცირებაც მე პირადად მოვითხოვე და ასევე სხვებისაც. მე მინდა მას მივმართო - რადგან ვიცი, რომ ის ისმენს, რასაც ჩვენ გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და პარლამენტში ვამბობთ. ასევე ვიცი, რომ "ქართული ოცნების" მთავრობაც ისმენს, რასაც ვამბობთ, რადგან ისინი აქვეყნებენ განცხადებებს, სადაც აცხადებენ, რომ მე აზრზე არ ვარ, რაზე ვლაპარაკობ. ამიტომ მათ ასე ვეტყვი - თუ გინდათ, რომ თქვენზე აღარ ვილაპარაკოთ, თუ გინდათ, რომ სანქციებით აღარ დაგემუქროთ, თუ გინდათ, აღარ მოგიწოდოთ, რა ნაბიჯები უნდა გადადგათ, თუ გინდათ, რომ აღარ დავგმოთ თქვენი ავტორიტარული ქმედებები საქართველოში - ეს ძალიან მარტივია: გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები, გაათავისუფლეთ ჟურნალისტები, მიეცით საშუალება ქართველ ხალხს, თავად აირჩიონ თავიანთი მომავალი, ჩაატარეთ გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები და მიეცით საშუალება ქართველ ხალხს, საკუთარი გზა თავად აირჩიონ, იქნება ეს ევროპული გზა თუ რაიმე სხვა - ეს მათი ნებაა. ეს არ არის თქვენი გადასაწყვეტი. ამიტომ მოგმართავთ - გაათავისუფლეთ ქართველი ხალხი, შეწყვიტეთ უკუსვლა ავტორიტარიანიზმისკენ, დაუშვით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში და ხელი შეუწყვეთ ნათელი მომავლის დადგომას ყველა ჩვენგანისათვის", - განაცხადა ბრიტანელმა პარლამენტარმა.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)