18:40 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-25 19:41:56, 1189 ნახვა

ეკონომიკა
BOG-ის მხარდაჭერით, ქართულ-გერმანულმა კომპანია "ედელინგმა" წარმოება განავითარა (რ)

საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ქართულ-გერმანულმა კომპანია ედელინგმა წარმოება განავითარა.

ედელინგი თხილისა და კაკლოვანი პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოა, რომელიც 2017 წელს დაარსდა. კომპანია ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან იღებს, ამუშავებს და ექსპორტზე გააქვს. გასულ სეზონზე ედელინგმა 780 ტონა თხილი გადაამუშავა.

წარმოების გასავითარებლად, საქართველოს ბანკმა 3 მილიონი ევროს მოცულობის ფინანსური ინვესტიცია განახორციელა.

"საქართველოს ბანკისთვის რეგიონების განვითარება უცვლელი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან აქტიურად ვმუშაობთ, რათა რეგიონებში მასშტაბური პროექტები განხორციელდეს და კიდევ უფრო მეტად გაძლიერდნენ. კომპანია ედელინგი  ქართულ-გერმანული საწარმოა და ევროპის ბაზარზე წარმატებით ოპერირებს. აღნიშნული დაფინანსებით კომპანიამ წარმოება გააძლიერა, სამომავლოდ კი უფრო მეტად გაფართოებას გეგმავს.  გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს. ჩვენ კი ვაგრძელებთ  რეგიონებში არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელებას" - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის  უფროსმა, ნინო აფციაურმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics