01:17 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-19 12:27:18, 1648 ნახვა

ეკონომიკა
2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს აეროპორტები 2.1 მლნ. მგზავრს მოემსახურა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტები 2.1 მლნ. მგზავრს მოემსახურა, რაც 17.7%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აეროპორტებმა მიიღო 1.1 მლნ. მგზავრი (17.4 %-ით მეტი), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 1.0 მლნ. მგზავრი (18.1 %-ით მეტი).

„2025 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 95.1 % რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა. 2025 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 8.6 ათასი შეადგინა, რაც 12.8 %-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. 2025 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 9.0 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 92.2 % მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 7.8 % — გაგზავნილი. 2025 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.9 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 86.9 %-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. 2025 წლის II კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 172.6 ათასი მგზავრი და გადატანილია 38.2 ათასი ტონა ტვირთი. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 1.5 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო გადატანილი ტვირთის მოცულობა 18.6 %-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics