13:17 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-01 18:00:59, 3944 ნახვა

კომენტარი
მამუკა მდინარაძე - მშვიდობიანი დამხობა არ ხდება

რა შეშინებულები არიან და რა სისულელეა, რომ სიტყვა „დამხობასთან“ ერთად სიტყვა „მშვიდობიანსაც“ ახსენებენ. ან სიტყვის მნიშვნელობა არ იციან, ან ინტელექტი აკლიათ, ან რაღაც სულელურ დაზღვევასთან გვაქვს საქმე, - აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

მისი თქმით, „მშვიდობიანი დამხობა“ არ ხდება და ოპონენტები ცდილობენ, ძალაუფლების ხელში ჩაგდებისკენ მოწოდება, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია, სიტყვა „მშვიდობიანის“ კონტექსტში დააზღვიონ.

„მშვიდობიანი მკვლელობა“ - შეგვიძლია ამის თქმა? „მშვიდობიანი დამხობა“ არ ხდება. თუ ვინმე სიტყვა „დამხობას“ იტყვის, თავი უნდა მოიკრიბოს და სიტყვა „მშვიდობიანი“ არ დაამატო, ხოლო თუ დამხობა უნდა, დამხოს და სათანადო პასუხს გასცემენ. თუ დამხობა არ შეუძლია, დამხობა არ დაამატო.

„ხალხის მშვიდობიანი განადგურება“ - შეგვიძლია ამის თქმა? - ეს ისეთი სისულელეა, რაზეც ისინი საუბრობენ. თითქოს თავს იზღვევენ, რადგან ძალაუფლების ხელში ჩაგდებისკენ მოწოდება სისხლის სამართლის დანაშაულია და თუ ამ სულელურ კონტექსტს შექმნიან, თავს დაიზღვევენ. ეს არცერთ ჩარჩოში არ ჯდება და არც დაზღვევაში, როდესაც ძალაუფლების მშვიდობიან ხელში ჩაგდებაზე, მშვიდობიან მკვლელობაზე, ხალხის მშვიდობიან განადგურებაზე საუბრობ, ეს სიტყვა კონტექსტს არ ამართლებს“, - თქვა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics