14:30 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-18 15:32:05, 3156 ნახვა

კულტურა
რიგის კულტურის სასახლის საკონცერტო დარბაზი ჯგუფ "ირიაოს" უმასპინძლებს

ლატვიის დედაქალაქის კულტურის სასახლის საკონცერტო დარბაზი "ზიმელბლაზმა" 23 მარტს  ქართულ ჯგუფ "ირიაო"-ს უმასპინძლებს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრიდან აცნობეს.

"ირიაო“-ში 7 წევრია: დავით მალაზონია - ჯგუფის ლიდერი და ყველა კომპოზიციის ავტორი, დრამერი ლევან აბშილავა, ბასისტი შალვა ღელეყვა, ქართულ ხალხურ საკრავებზე შესრულების ოსტატი ნუგზარ ქავთარაძე და ვოკალისტები: გაგა აბაშიძე, მიშო ჯავახიშვილი და ბუბა მურღულია.

პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის  კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და  რიგის მერიის ერთობლივი მხარდაჭერითა და ორგანიზებით.

თბილისსა და რიგას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 2007 წლის 3 აპრილს გაფორმდა. იგი საზოგადოებრივი ცხოვრების, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და ეკონომიკის სფეროებში ქალაქებს შორის ურთიერთობების წახალისებას და ერთობლივ პროგრამებში მონაწილეობას ითვალისწინებს.

ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ პერიოდში ქალაქებმა ერთმანეთის გამოცდილების გაზიარების მიზნით და კავშირების გასაღრმავებლად რამდენჯერმე გაცვალეს დელეგაციები. ბოლო წლებში, სხვადასხვა დროს თბილისს სტუმრომდნენ რიგის დუმის იურიდიული, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობების, განათლების, კულტურისა და სპორტის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სხვა სამსახურების წარმომადგენლები.

2011 წლის მაისში თბილისის მერიამ ქ. რიგას საჩუქრად გადასცა შოთა რუსთაველი მემორიალური დაფა, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი საზოგადოებრივი შენობის კედელზე განთავსდა.

ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან

სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics