2025-06-08 11:31:37, 826 ნახვა
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი - ლევონ ტერ-პეტროსიანი სომხეთის რესპუბლიკაში არჩევნების გაყალბების პრაქტიკის ფუძემდებელია
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი გამოეხმაურა რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტს, ლევონ ტერ-პეტროსიანს და სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ს შორის შეხვედრას.
ფაშინიანის განცხადებით, ლევონ ტერ-პეტროსიანი სომხეთის რესპუბლიკაში არჩევნების გაყალბების პრაქტიკის ფუძემდებელია და ის, რა თქმა უნდა, მხარს უნდა უჭერდეს ხალხის მოძულე გამყალბებელს, როგორიც თვითონ არის.
მანამდე, ეჩმიაძინის მთავარმა საკათედრო ტაძარმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7 ივნისს, სომხეთის პირველი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი წმინდა მთავარ საკათედრო ტაძარს ეწვია და კათოლიკოსთან საუბარი გამართა. საუბრისას ყოფილმა პრეზიდენტმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა სომეხ პატრიარქს და დაგმო ქვეყნის მთავრობის მიდგომა ეკლესიის მიმართ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,