13:33 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-05 17:05:37, 960 ნახვა

მსოფლიო
Axios - დონალდ ტრამპი უკრაინის მიერ ჩატარებული ოპერაცია „ობობას ქსელით“ აღფრთოვანებულია

დონალდ ტრამპი უკრაინის მიერ ჩატარებული ოპერაცია „ობობას ქსელით“ აღფრთოვანებულია, მაგრამ ღელავს იმის გამო, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას, - ამის შესახებ გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

წყაროების ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ რუსულ აეროდრომებზე დრონების გამოყენებით განხორციელებული შეტევა „საკმაოდ ძლიერი“ იყო.

„საერთაშორისო პერსპექტივიდან გამომდინარე, ჩიუაუა გაცილებით დიდ ძაღლს რეალურ ზიანს აყენებს“, - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ.

ამასთან, Axios-ი წერს, რომ დონალდ ტრამპმა უკრაინის მიერ ჩატარებული ოპერაციის განხილვისას განაცხადა, რომ დრონებით თავდასხმას, სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ პასუხი მოჰყვება.

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, დონალდ ტრამპი შეშფოთებულია, რომ უკრაინის ოპერაცია ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მიზნით მის დიპლომატიურ ძალისხმევას შეაფერხებს.

„ჩვენ გვსურს, რომ ეს ომი დასრულდეს. ჩვენ დეესკალაცია გვსურს. პრეზიდენტი შეშფოთებულია იმის გამო, რომ შესაძლოა, პუტინმა ამას გიჟური პასუხი გასცეს“, - აღნიშნა გამოცემის წყარომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics