2025-02-17 19:57:40, 409 ნახვა
საზოგადოება
დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძარია
სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ დამფუძნებელი, დავით ქაცარავა, სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომ დროებით ოკუპირებულ ახალგორში ტყის ხანძარი გაჩნდა.
როგორც ქაცარავა აღნიშნავს, გადამწვარია რამდენიმე ჰექტარი ტყე, და თუ ხანძარი მალე არ ჩაქრება, რამდენიმე საათში იგი ოკუპირებულ სოფელ ახალგორს მიაღწევს.
ამ წუთებში აქტიური ხანძარი ოკუპირებული სოფელ მსხლები-ს მიმართულებით მიიწევს.
„ხანძრის კერა ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. თუ იგი ბუნებრივად არ ჩაქრება, რამდენიმე საათში სოფელს მიაღწევს. მინიმუმ რამდენიმე ჰექტარი ტყე უკვე დამწვარია“ – წერს ქაცარავა.
მისივე თქმით, ამ დროს ოკუპანტები არ მოქმედებენ და უბრალოდ ელოდებიან. „კიდიათ რა,“ – აცხადებს დავით ქაცარავა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,