2025-02-16 20:58:32, 545 ნახვა
საზოგადოება
დაღუპული ბავშვების ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მოქალაქეებმა სანთლები დაანთეს
"ოცნების ქალაქში" დაღუპული ბავშვების ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მოქალაქეებმა სანთლები დაანთეს.
ეკონომიკის სამინისტროსთან შეკრებილები მომხდარზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებენ და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ.
ადგილობრივები თორნიკე რიჟვაძისგან განმარტებებს ითხოვენ. აინტერესებთ, რომელი სამსახური და რა ინტენსიურობით მუშაობდა „ოცნების ქალაქში“, სადაც სოციალურად დაუცველები ბავშვებთან ერთად ცხოვრობენ.
ორი ბავშვი "ოცნების ქალაქში" 15 თებერვალს დაიღუპა. ისინი წყლით სავსე თხრილში ჩავარდა. ბავშვები რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,