11:16 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 10:06:21, 832 ნახვა

კომენტარი
ბათირაშვილის მამა: ეს ინფორმაცია ტყუილი იქნება

„ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის ომარ ალ-შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილის ოჯახს, მისი ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია არ აქვს,

როგორც „კურიერთან“ საუბარში ბათირაშვილის მამამ აღნიშნა, მისთვის ამის შესახებ არავის უცნობებია.

მისივე თქმით, მას დიდი ხანია შვილთან კონტაქტი არ ჰქონია.

„მე არაფერი ვიცი, ახლა გამოვედი სახლიდან, იქნებ ვინმემ რამე იცის, მე ეგ არ დამირეკავს. ტყუილი იქნება ეს ინფორმაცია“, - განაცხადა თემურ ბათირაშვილმა.

ომარ ალ შიშანის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციას, ამ დროისთვის ვერც ადგილობრივი პანკისელები ადასტურებენ.

შეგახსენებთ, დასავლური მედიის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა "ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის, წარმოშობით პანკისელი ტერორისტის, აბუ ომარ ალ-შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილი შესაძლოა, ლიკვიდირებული იყოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics