01:38 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-16 10:03:29, 676 ნახვა

სამართალი
შსს-ს მომსახურების სააგენტოს მომარაგების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი ამხილეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა თაღლითობის, მითვისებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე შსს-ს მომსახურების სააგენტოს მომარაგების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი ამხილეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირი, მის მიერვე დამზადებული ყალბი ოფიციალური ხელშეკრულებების გამოყენებით თბილისსა და რუსთავში მდებარე სხვადასხვა მაღაზიებიდან, სამსახურებრივი საჭიროების მოტივით, თაღლითურად დაეუფლა სხვადასხვა დასახელების ძვირადღირებულ მობილურ ტელეფონებს, მოახდინა მათი რეალიზაცია და აღებული თანხა მიისაკუთრა. აღნიშნული პირი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

„მომსახურების სააგენტოს მომარაგების განყოფილების წამყვან სპეციალისტს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics