|
2016-03-04 15:58:26, 649 ნახვა
ეკონომიკა
კალაძის ინფორმაციით, ირანიდან ბუნებრივი აირის მიღების საჭიროება აღარ არის
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ირანიდან ბუნებრივი აირის მიღების საჭიროება არ არის. როგორც კალაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში სოკარის“ პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბუნებრივი აირის მოწოდებასთან დაკავშირებით არსებული ტექნიკური პრობლემების გამო, აზერბაიჯანის პარალელურად, ირანთანაც დაიწყეს მოლაპარაკება. კალაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ირანიდან საქართველოში გაზის „წამოღების“ თეორიული შესაძლებლობა არსებობს, დღეს ამის საჭიროება აღარაა. კალაძე ამბობს, რომ საქართველოში ბუნებრივი აირის მოწოდებას და ბაზრის დაკმაყოფილებას აზერბაიჯანი უზრუნველყოფს: „ირანს რაც შეეხება, ჩვენ პარალელურად როდესაც იყო საუბარი იმაზე, რომ იყო ტექნიკური პრობლემები ბუნებრივი აირის მოწოდებასთან დაკავშირებით, ჩვენ რა თქმა უნდა, პარალელურად, ირანთანაც დავიწყეთ საუბარი. გვქონდა შეხვედრა იმის შესაძლებლობებზე, თუ რამდენად იყო საშუალება წამოგვეღო ირანული გაზი, თეორიულად ამის შესაძლებლობა არსებობს, თუმცა დღეს ამის საჭიეროება არ არსებობს. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან, კომპანიასთან გვაქვს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ბუნებრივი აირის მოწოდებას და ბაზრის დაკმაყოფილებას“,-განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ და კომპანია „სოკარის“ პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა საქართველოს მთავრობასა და კომპანია „სოკარს“ შორის 2011 წლის დეკემბერში გაფორმებულ მემორანდუმში ცვლილებებს მოაწერეს ხელი. დღესვე, „ გაზისა და ნავთობის კორპორაციის“ დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა და შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტის“ ხელმძღვანელმა ზაურ გულიევმა ხელი მოაწერეს „ბუნებრივი გაზით მომარაგების შესახებ“ „კორპორაციას“ და შპს „ სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ შორის დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებებს. ასეევ ხელი მოეწერა „ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის თაობაზე“ „არნსკ“-ს და „კორპორაციას“ შორის 2012 წლის ივლისში გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებებს. „ცვლილებების თანახმად, საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. ამასთან, შემცირდება „სოკარიდან“ შესასყიდი სოციალური გაზის ფასი, რაც ნაწილობრივ ამცირებს ეროვნული ვალუტის უცხოურ ვალუტასთან გამყარების შედეგად გამოწვეულ ფინანსურ ზარალს. საქართველო ბუნებრივი აირის დამეტებით მოცულობებს სამხრეთ კავკასიური მილსადენიდან მიიღებს და წინა წლების მსგავსად, აღარ დადგება ტექნიკური შეზღუდვების გამო აზერბაიჯანიდან მოცულობების მიღების პრობლემა. გარდა ამისა, სოკარი მზადყოფნას გამოთქვამს, 1000 კუბ.მ-ზე 35-40 აშშ დოლარით შეამციროს გაზგასამართი სადგურებისთვის კომერციული გაზის ფასი. 2012 წელთან შედარებით, საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარება თითქმის 40%-ით არის გაზრდილი, რამაც განაპირობა ბუნებრივი აირის მოცულობების დამატებით მიღების აუცილებლობა“, - აცხადებენ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში.
ირანმა აშშ დაადანაშაულა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში და უარი თქვა მოლაპარაკებების ახალ რაუნდზე
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)