14:31 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-19 10:17:40, 469 ნახვა

ომი უკრაინაში
დიდი ბრიტანეთი უკრაინას 286 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის

დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 225 მილიონი გირვანქა სტერლინგის (286 მილიონი დოლარის) ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის, რათა მას რუსეთის წინააღმდეგ ომში დაეხმაროს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, 92 მილიონი გირვანქა სტერლინგი მოხმარდება აღჭურვილობას უკრაინის საზღვაო ფლოტის გასაძლიერებლად, მათ შორის მცირე კატერების, სადაზვერვო დრონების, უეკიპაჟო ხომალდების, საბრძოლო მასალების და ნაღმების საწინააღმდეგო დრონების შეძენას;

68 მილიონი თავდაცვის აღჭურვილობაზე დაიხარჯება, მათ შორის რადარებზე, სახმელეთო აღჭურვილობასა და დრონების საწინააღმდეგო რადიო-ელექტრონული ომის სისტემებზე;

26 მილიონი უკრაინისთვის ადრე მიწოდებული სისტემების მხარდაჭერასა და სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას მოხმარდება, 39 მილიონი კი დრონების საწინააღმდეგო 1 000 რადიო-ელექტრონული ომის სისტემის და უკრაინის შეიარაღებული ძალების დამცავი შესაძლებლობების გასაძლიერებლად რესპირატორებისა და აღჭურვილობის ერთობლივ შესყიდვაზე დაიხარჯება.

ასევე, ცნობილია, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით სამხედრო წვრთნებს შესთავაზებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics