2024-08-14 16:03:16, 625 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ „კურსკიდან გამომდინარე, კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივა ხანგრძლივ პაუზაზეა“
კურსკის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივა ხანგრძლივ პაუზაზეა,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა, როდიონ მიროშნიკმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ “არაადეკვატურ მტერთან მოლაპარაკებები არაბუნებრივია".
“უკრაინამ კურსკის რეგიონში ტერორისტული ქმედებებით, სულ მცირე, დიდი ხნით შეაჩერა სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივა. ჩემი აზრით, ეს მიზანმიმართულად გააკეთეს.
არაბუნებრივია სამშვიდობო მოლაპარაკებები აბსოლუტურად არაადეკვატურ მტერთან“,- განაცხადა მიროშნიკმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,