2024-08-08 17:34:56, 594 ნახვა
ომი უკრაინაში
მედვედევი - სპეციალური სამხედრო ოპერაცია ხარკოვამდე, კიევამდე და უფრო შორსაც უნდა წავიდეს
სპეციალური სამხედრო ოპერაცია ხარკოვამდე, კიევამდე და უფრო შორსაც უნდა წავიდეს. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა Telegram-ზე დაწერა.
მისი თქმით, რუსები მხოლოდ მაშინ გაჩერდებიან, როცა ამას თავისთვის მისაღებად და მომგებიანად მიიჩნევენ.
“სპეციალური სამხედრო ოპერაცია ხარკოვამდე, კიევამდე და უფრო შორსაც უნდა წავიდეს. ეს აღარ არის მხოლოდ ჩვენი ოფიციალური ტერიტორიების დაბრუნების და ნაცისტების დასჯის ოპერაცია. შეგვიძლია და საჭიროცაა ჯერ კიდევ არსებულ უკრაინის მიწებზე წასვლა, ოდესამდე, ხარკოვამდე, დნეპროპეტროვსკამდე, ნიკოლაევამდე, კიევამდე და უფრო შორსაც. მხოლოდ მაშინ გავჩერდებით, როცა ამას ჩვენთვის მისაღებად და მომგებიანად მივიჩნევთ“,- წერს მედვედევი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,