16:34 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-07 14:33:39, 930 ნახვა

რეგიონი
მერია - ქედაში დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს

ქედაში დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, გაწმენდითი სამუშაოები მერმა როლანდ ბერიძემ, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსთან, მამუკა თურმანიძესთან ერთად, ადგილზე მოინახულა.

"სამუშაოებში საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ქედის კომუნალურსერვისის ტექნიკაა ჩართული.

გუშინ, რთული მეტეოროლოგიური პირობების, ძლიერი წვიმის შედეგად ათეულ ლოკაციაზე განვითარდა მეწყრული პროცესები, დაიმეწყრა როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის, ასევე ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი. ცენტრალური მაგისტრალის პირველი მაისის მონაკვეთზე ჩაკეტილია საავტომობილო გზა, თუმცა მოძრაობა შესაძლებელია შემოვლითი გზით. 

მუნიციპალიტეტში განვითარებული მეწყერის გამო 100-მდე ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილას.

ქედაში, ხვალიდან აჭარის გეოლოგიური სამსახური და მუნიციპალიტეტის "სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის შემსწავლელი" კომისია დაიწყებს განვითარებული მეწყერის შედეგად დაზარალებული ოჯახების და ტერიტორიების შესწავლას",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics