01:38 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-11 13:29:39, 831 ნახვა

სამართალი
შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს განაღმვის სასწავლო კურსი ჩაუტარდათ

შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს მილსადენზე აფეთქების გზით მოსალოდნელი საფრთხეების და მათზე რეაგირების საკითხებთან დაკავშირებით პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელი სწავლება ჩაუტარდათ.

შსს-ს ინფორმაციით, სასწავლო კურსის მიზანია პირადი შემადგენლობის მომზადება, პროფესიული ცოდნის ამაღლება, ასაფეთქებელი საშუალებების ნაირსახეობების შესწავლა, ამოცნობა და განეიტრალება, ასევე, საფრთხეების თავიდან აცილება და სწრაფი რეაგირება, სტრესულ გარემოში სიტუაციის მართვა და აღნიშნული უნარ-ჩვევების განვითარება.

ცნობისთვის, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული წვრთნები პერიოდულად უტარდებათ და მოიცავს, როგორც თეორიული ცოდნის ამაღლებას, ასევე პრაქტიკულ ვარჯიშებს. აღნიშნული სწავლება უზრუნველყოფს სტრატეგიულ მილსადენებზე უსაფრთხოების დაცვასა და ეფექტურ მუშაობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics