14:14 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-04 15:41:14, 1308 ნახვა

რეგიონი
კასპის მერი სოფელ გუდალეთში მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის II ეტაპის სამუშაოებს გაეცნო

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის პირველი მოადგილე დავით ქისიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი, საკრებულოს სივრცითი, ტერიტორიული დაგეგმარებითი და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ილია ქამხაძე და მაჟორიტარი დეპუტატი კავთისხევის საარჩევნო ოლქიდან მაია კაციაშვილი მაღალმთიან სოფელ გუდალეთში მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის II ეტაპის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, გზაზე ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება მიმდინარეობს, გზის რეაბილიტაციის სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ენ დი როუდი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 2 369 992 ლარია და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა სოფელ გუდალეთში მისასვლელი გზა, რომელიც ასფალტირებული არასოდეს ყოფილა გაუვალი იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა.

„პროექტი გარდამავალია, I ეტაპი გასულ წელს განხორციელდა და წელს დავასრულებთ. მალე ადგილობრივები კეთილმოწყობილი გზით შეძლებენ გადაადგილებას, რომლის საერთო სიგრძე 5 818 გრძივი მეტრია“ - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics