23:03 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-18 14:10:05, 1393 ნახვა

კომენტარი
დეკანოიძე ზარდიაშვილის საქმეზე - 6 წელი მიუსაჯეს ქალს, რომელმაც სისტემის მხილება სცადა

6 წელი მიუსაჯა მოსამართლე ჩხიკვაძემ ახალგაზრდა ქალს, ყოფილ პოლიციელს, რომელმაც 2020 წელს სისტემის მხილება სცადა და საჯაროდ ისაუბრა მის სამუშაო ადგილას ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში შესაძლო დანაშაულებზე, - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე პოლიციის ყოფილ თანამშრომელის, ნატალია ზარდიაშვილს საქმეს.

მისივე თქმით, როდესაც ქვეყანაში ასეთი სიტუაციაა და მოქალაქეების წინააღმდეგ სამართალდამცველები და სისტემა იყენებს ძალას, ამ დროს სასამართლო დაუპირისპირდა ახალგაზრდა 2 შვილიან ქალს, რომელიც მხოლოდ თავის უფლებამოვალეობას ასრულებდა.

"6 წელი მიუსაჯა მოსამართლე ჩხიკვაძემ ახალგაზრდა ქალს, ყოფილ პოლიციელს, რომელმაც 2020 წელს სისტემის მხილება სცადა და საჯაროდ ისაუბრა მის სამუშაო ადგილას ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში შესაძლო დანაშაულებზე. მაშინ, როცა სასტიკი დარბევა ხდება პოლიციელების მიერ და ადამიანების მიმართ - თავლების გამოთხრა, ფიზიკური ძალადობა და ა.შ. მთელი სისტემა, თავისი სასამართლოს მეშვეობით დაუპირისპირდა ამ ახალგაზრდა ქალს და 6 წლით გაუშვა ციხეში 2 არასრულწლოვანის დედა, რომელიც მხოლოდ თავის უფლებამოვალეობას ასრულებდა" - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics