11:03 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-02 17:36:54, 1382 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, პოლიკლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა და სამინისტროს 2023 წლის პროგრამები გააცნო

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, მოადგილეებთან ერთად, პოლიკლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა და სამინისტროს 2023 წლის პროგრამები გააცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით,შეხვედრაზე ონლაინ ფორმატით ჩაერთო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია და შეხვედრის მონაწილეებს კორონავირუსის სამკურნალო ანტივირუსული პრეპარატის, „პაქსლოვიდის“ გამოყენების წესზე დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა. 

მათივე ცნობით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2023 წელს აფინანსებს:

  • გულის, ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას,
  • გულის ქირურგიას,
  • ავთვისებიანი სიმსივნის მკურნლობას,
  • ასევე, თვალის ბადურის მძიმე დაავადებების,
  • ალკჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის სტაციონარულ მკურნალობას,
  • სახსრების ენდოპროთეზირებას,
  • მაღალტექნოლოგიურ დიაგნოსტიკურ კვლევებს,
  • საზღვარგარეთ მკურნალობას,
  • უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა,
  • სამედიცინო რეაბილიტაციას,
  • ფსორიაზის, ფსორიაზული ართრიტის, გაფანტულისკლეროზისა და რევმატოიდული ართრიტის ძვირადღირებულ მედიკამენტებს,
  • ბავშვთა ძვალ სახსროვანი სისტემის დეფორმაციის რეაბილიტაციას,
  • სმენაპროთეზირებულ ბავშვთა რეაბილიტაციას,
  • ბავშვთა ადრეულ განვითარებას, ფსიქოსომატურ რეაბილიტაციას,
  • აუტიზმის სპექტრის დარღვევებს, სოციალურ ადაპტაციას, 
  • დამხმარე საშუალებებს.

მათივე ცნობით, გასცემს მატერიალურ დახმარებას:

  • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მშობელზე და ორსულზე,  მზრუნველობამოკლებულ პირებზე, ახალშობილ ტყუპებზე, 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე, 2008 წლის ომსა და 2012 წელს ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებზე, ომში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მეომრებზე.

თავშესაფრით უზრუნველყოფს:

  • თანადგომის ქსელის არმქონე დედებსა და ბავშვებს, ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიულ პაციენტებს, ფსიქიკური აშლილობის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.
  • საცხოვრებლისთვის დაფინანსებას გამოყოფს ეკომიგრანტ ოჯახებზე.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics